ჩვენი მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა. დღეს ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და შევავსეთ შეფასების ფორმები. ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო და ტრენერიც არაჩვეულებრივი გვყავდა. ძალიან სასიამოვნი იყო ნინოსთან მუშობა. ვეცდები, რაც ვისწავლე, აქტიურად გამოვიყენო და განვახორციელო. დიდი მადლობა, ნინო!
Tuesday, February 18, 2014
Saturday, February 15, 2014
მერვე დღის რეფლექსია
დღს ისევ და ისევ საინტერესო დღე იყო. გავეცანით ფასილიტაციის მასალებს. შემდეგ ვისწავლეთ როგორ უნდა ჩავატაროთ კვლევა. ვისწავლეთ მისი ბლოგზე დადება. ვისწავლეთ ბმულების მიბმა.გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს და შევაჯამეთ. ვემზადებით პრეზენტაციისთვის. სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს ვღელავ. ნინოს დიდი მადლობა ასეთი გულისხმიერებისა და ზედმიწევნითი სწავლებისათვის.
Tuesday, February 11, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღესაც საინტერესოდ ვიმუშავეთ. ერთმანეთს გავუგზავნეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრების შეფასების რუბრიკა და გავუკეთეთ კომენტარები. ვისწავლეთ, როგორ დავეხმაროთ ჩვენს სუსტ მოსწავლეებს და შევქმენით მათთვის დამხმარე მასალა. აგრეთვე ვისწავლეთ ბლოგზე ფეიჯების გაკეთბა. გმადლობთ , ნინო!
Saturday, February 8, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
საინტერესო დღე იყო. დრაივში ვიმუშავეთ და დავაკომენტარეთ ერთმანეთის პროექტები. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე. გავაკეთეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოების ატვირთვა. ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე.
Tuesday, February 4, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. როგორ უნდაიყოს დაცული საავტორო უფლებები პროექტის კეთებისას. გადმოვწერეთ პროექტისთვის საჭირო ფოტოები, ვიდეოები. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და ავტვირთეთ.
Saturday, February 1, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ვიმუშავეთ შეფასებებზე. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. თიოეული სტრატეგიიდან ავარჩიეთ პროექტისთვის შესაფერისი და შევიტანეთ გეგმაში. გავაკეთეთ სქემები შეფასებისთვის. დავიწყეთ პრეზენტაციის კეთება და ავტვირთეთ. მადლობა ნინოს ასეთი კარგი ტრენერობისთვის, მოთმინებისთვის.
Tuesday, January 28, 2014
მესამე დღის რაფლექსია
ვიმუშავე პროექტის გეგმაზე. შევარჩიე სტანდარტები, სტანდარტიდან გამომდინარე განვსაზღვრე მიზნები და ამოცანები. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. drive-ში ერთობლივად ვიმუშავეთ დოკუმენტზე. მადლობთ, ნინო, უშენოდ ნამდვილად ვერ გავართმევდი თავს .
Sunday, January 26, 2014
მეორე ღის რეფლექსია
ძალიან საინტერესო დღე იყო. ვისწავლე პუბლიკაციის შექმნა. ფურცლის სვეტებად დაყოფა, ტექსტისა და სურათის ჩასმა. ბოლოს შევქმენით კიდეც. დიდი მადლობა, ნინო, ასე საფუძვლიანად რომ გვიხსნი და გვასწავლი.
Saturday, January 25, 2014
საპროექტო იდეა
ძველი ქართული ხელნაწერები. მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ხელნაწერების ნიმუშებს. მოიძიებენ მათზე ინფორმაციას: როდის შეიქმნა, ვის მიერ, სად და ა.შ. მიმოიხილავენ ეპოქას, როცა შეიქმნა ეს ხელნაწერები.
პირველი დღის რეფლექსია
ზღვა ინფორმაცია მივიღე. გავეცანი ინტელის კურსის ძირითად საკითხებს, შევქმენი პაილი და ჩავტვირთე საჭირო მასალებით.
Subscribe to:
Posts (Atom)