Tuesday, February 18, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

ჩვენი მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა. დღეს ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და შევავსეთ შეფასების ფორმები. ძალიან საინტერესო  ტრენინგი იყო და ტრენერიც არაჩვეულებრივი გვყავდა. ძალიან სასიამოვნი იყო ნინოსთან მუშობა. ვეცდები, რაც ვისწავლე, აქტიურად გამოვიყენო და განვახორციელო. დიდი მადლობა, ნინო!

Saturday, February 15, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღს ისევ და ისევ საინტერესო დღე იყო. გავეცანით ფასილიტაციის მასალებს. შემდეგ ვისწავლეთ როგორ უნდა ჩავატაროთ კვლევა. ვისწავლეთ მისი ბლოგზე დადება. ვისწავლეთ ბმულების მიბმა.გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს და შევაჯამეთ. ვემზადებით პრეზენტაციისთვის. სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს ვღელავ. ნინოს დიდი მადლობა ასეთი გულისხმიერებისა და ზედმიწევნითი სწავლებისათვის.

Tuesday, February 11, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღესაც საინტერესოდ ვიმუშავეთ. ერთმანეთს გავუგზავნეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრების შეფასების რუბრიკა და გავუკეთეთ კომენტარები. ვისწავლეთ, როგორ დავეხმაროთ ჩვენს სუსტ მოსწავლეებს და შევქმენით მათთვის დამხმარე მასალა. აგრეთვე ვისწავლეთ ბლოგზე ფეიჯების გაკეთბა. გმადლობთ , ნინო!

Saturday, February 8, 2014

ვიდეო

ვიდეო

მეექვსე დღის რეფლექსია

საინტერესო დღე იყო. დრაივში ვიმუშავეთ და დავაკომენტარეთ ერთმანეთის პროექტები. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე. გავაკეთეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოების ატვირთვა. ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე.